პლატფორმა Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს „პარი სენ-ჟერმენის“ 2024-25 წლების სეზონზე.
კატარის ტელევიზიის, Al Kass-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ Netflix-ზე გავა დოკუმენტური სერიალი, რომელშიც ნაჩვენები იქნება პარიზული კლუბის შიდა სამზარეულო იმ სეზონში, რომელშიც ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
„დოკუმენტური სერიალი „პარი სენ-ჟერმენზე“ შიგნიდან დაგვანახებს კლუბს. ის Netflix-ზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გავა“, – განაცხადა ალ-ხელაიფიმ.
პრეზიდენტის სიტყვებით, სერიალში ნაჩვენები იქნება კლუბის ხელმძღვანელობისა და ლუის ენრიკეს სამწვრთნელო გუნდის მუშაობა.
პირველი არხი
