პარიზში Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დააკავეს

პარიზის აეროპორტში საფრანგეთის პოლიციამ აპლიკაცია Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დასაფრენ ბილიკზე იმ დროს დააკავა, როცა მისი კერძო თვითმფრინავი საფრანგეთში დაეშვა.
როგორც BBC წერს, 39 წლის რუსი მილიარდერი Telegram-ის კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე დააკავა. კერძოდ, გამოცემა წერს, რომ დუროვს ედავებიან, რომ მან არ გადადგა ეფექტიანი ნაბიჯები რათა პოპულარული მესენჯერი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის აღარ ყოფილიყო გამოყენებული.
როგორც BBC წერს, დუროვი რუსეთში დაიბადა, თუმცა ბოლო წლებში დუბაიში ცხოვრობს. ის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეა.
Telegram რუსეთში 2018 წელს აიკრძალა მას შემდეგ, რაც დუროვმა ს ხელისუფლებას უარი უთხრა მიმოწერის პოპულარული აპლიკაციის მონაცემები მათთვის გადაეცა, თუმცა აკრძალვა 2021 წელს მოიხსნა.
პაველ დუროვმა Telegram 2013 წელს დააფუძნა, რუსეთის კი 2014 წელს დატოვა, როდესაც მის მიერ შექმნილი კიდევ ერთი სოციალური ქსელის VKontakte-ს მონაცემების მიწოდებაზე უთხრა უარი რუსეთის ხელისუფლებას და კომპანიის გაყიდვა მოუხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია