პარიზში სოციალური პლატფორმა X-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა – პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

პარიზში სოციალური პლატფორმა X-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ნაწილია და იგი სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ალგორითმების ბოროტად გამოყენებასა და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას ეხება.
ასევე, პროკურატურაში აღნიშნეს, რომ გამოძიება X-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტ Grok-ის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საჩივრებსაც მოიცავს, რაც მისი გამოყენებით სოციალურ პლატფორმაზე სექსუალური ხასიათის სურათების შექმნასა და ფლობას უკავშირდება.
ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X-ის საფრანგეთის ოფისებში ჩხრეკა პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილებამ, ევროპოლისა და პარიზის პოლიციის მხარდაჭერით ჩაატარა.
პარიზის პროკურატურამ ილონ მასკი და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო დაკითხვაზე 20 აპრილს დაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…