პარიზში ნოტრ-დამის ტაძარში ხანძრისგან გადარჩენილი ნახატები გამოფინეს

პარიზის საგამოფენო დარბაზ Mobilier National exhibition hall-ში წარმოდგენილია ნახატები, რომლებიც ხუთი წლის წინ გადაარჩინეს ნოტრ-დამის საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს. ნახატებმა გაიარეს საფუძვლიანი რესტავრაცია და მალე მზად იქნებიან დაბრუნდნენ ტაძარში, როდესაც ის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება.
პარიზის ღვთისმოშბლის ტაძარში ცეცხლი 2019 წლის 15 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი.
პარიზის მთავარ საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ Mobilier National exhibition-ში გადაიტანეს მე-17 საუკუნის 13 ნახატი გადმოიტანეს. ისინი ბიბლიური თემებზე შესრულებული 76 ტილოსგან შემდგარი სერიის ნაწილია, რომლებიც სხვადასხვა მხატვრებმა 1630 და 1707 წლებში ნოტრ-დამის გასაფორმებლად დახატეს.
Mobilier National-ის რესტავრატორებმა ნახატების აღდგენას 4 წელზე მეტი დრო მოანდომეს. მათი გამოფენა 24 ივლისამდე გაგრძელდება. წლის ბოლოს ნახატები გადავა ნოტრ-დამის ტაძარში, რომლის გახსნაც ვიზიტორებისთვის წელსვე იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ