პარიზში “მსურველთა კოალიციის” შეხვედრა გაიმართება – მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს

დღეს პარიზში “მსურველთა კოალიციის” შეხვედრა გაიმართება – ფორმატში უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთად მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს.
შეხვედრაზე -ის დელეგაციას ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ს სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
Reuters წერს, რომ ლიდერები შეეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ. ასევე, გამოცემის თანახმად, ლიდერები ს მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხზეც იმსჯელებენ.
Bloomberg-ის მიხედვით, დღეს პარიზში გამართული მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს ვაშინგტონის მიერ ცოტა ხნის წინ შეთავაზებული შესაძლებლობები უკრაინის მოკავშირეებისგან შემდგარი ე.წ. მსურველთა კოალიციის მიერ შემუშავებულ გეგმებთან.
გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს ომისშემდგომ ში ამერიკული ჯარების ადგილზე განლაგების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობა.