საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი გაიმართა, რომელიც 59 მლნ აშშ დოლარი დაჯდა. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
ქორწილი ვერსალის სასახლეში გაიმართა და იქ ჯგუფის, Maroon 5-ის კონცერტი ჩატარდა, რომელმაც საქორწილო ცეკვისთვის სიმღერა სპეციალურად დაწერა.
პატარძლის მამა Mercedes Benz-ის სადილერო ცენტრებს ფლობს, ხოლო დედა – ამავე კომპანიის ერთ-ერთი ფილიალის ვიცე-პრეზიდენტია.