პარიზში თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, ვილჟუიფის დასახლებაში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა, – ამის შესახებ BBC წერს.
ბორტზე მყოფი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს – დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.
კორპუსში ან მის მიმდებარედ არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავი ვილჟუიფიდან 130 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ რუანიდან აფრინდა და გეზი ტუსიუ-ლე-ნობლიკენ ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს