პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა

არიზში გაიხსნა ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები, რომელიც 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ზაფხულის თამაშებზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 14 პარასპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
შეჯიბრების პირველ დღეს, 29 აგვისტოს მედლების 22 კომპლექტი გათამაშდება, ქართველთაგან პირველი ტაეკვონდოისტები – ანა ჯაფარიძე და ლია ჩაჩიბაია იასპარეზებენ.
პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
აქართველოს პარალიმპიელთა ნაკრების შემადგენლობა:
ეტლით ფარიკაობა – ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი;
პარამძლეოსნობა – გიგა ოჩხიკიძე, დავით ქავთარაძე;
პარატაეკვონდო – ანა ჯაფარიძე (52 კგ), ლია ჩაჩიბაია (47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (70 კგ);
პარაძიუდო – ინა ქალდანი (70 კგ), ზურაბ ზურაბიანი (60 კგ), გიორგი ქალდანი (70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ);
პარასროლა – ლადო ჭინჭარაული;
პარაწოლჭიმი – აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ