პარიზში დონალდ ტრამპის, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან და -ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან პარიზში სამმხრივი შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
შეხვედრას წინ უძღოდა სა და ს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
„როგორც ჩანს, მსოფლიო ახლა ცოტა გიჟდება და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს მაკრონთან მოლაპარაკების წინ.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: “ჩვენ გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა, როგორც ყველამ იცის. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ”.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ფრანგი ხალხისთვის დიდი პატივია უმასპინძლონ მას ნოტრ-დამის ტაძრის ხანძრიდან ხუთი წლის შემდეგ.
„მაშინ თქვენ პრეზიდენტი იყავით და მე მახსოვს თქვენი სოლიდარობა და დაუყოვნებელი რეაქცია“, – განუცხადა მაკრონმა ტრამპს.
ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში ტრამპის მისვლიდან 45 წუთის შემდეგ მივიდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ სამმხრივი შეხვედრა ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართა.
შეგახსენებთ, დღეს პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს