პარიზში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის საპარლამენტო ს მეორე ტურის შედეგების აღსანიშნავად პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
Reuters-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ნაწილის ქმედებები აგრესიული გახდა, ქუჩებში გაჩნდა ცეცხლის კერებიც. პოლიციამ შეკრებილი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა და მათ ნაწილს ბრალიც წარუდგინა.