პარიზში გაიხსნა პარალიმპიური თამაშები

პარიზში 28 აგვისტოს, გვიან საღამოს, გაიხსნა 2024 წლის პარალიმპიური თამაშები, რომლებიც 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სპორტის 22 სახეობაში სულ 549 ჯილდო გაიცემა.
მთავარი ოლიმპიადის მსგავსად, თამაშების გახსნის ცერემონია, პირველად თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, გაიმართა არა სტადიონზე, არამედ პარიზის ცენტრში – კონკორდის მოედანზე.
თამაშები გახსნეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ენდრიუ პარსონსმა.
ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, პარიზი მე-17 პარალიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. პარალიმპიადაში 180 ქვეყნის 4 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
საქართველოს პარალიმპიური ნაკრები სარეკორდო, 14 პარასპორტსმენით, სპორტის ექვს სახეობაშია წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ