პარიზი 2024 – საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა.
პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)
ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)
თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)
კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)
ვრცლად 1tv.ge – ზე