პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს სტენდთან მისულ მკითხველებს წიგნებში საპროტესტო გზავნილები დახვდათ

პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს სტენდთან მისულ მკითხველებს წიგნებში ინგლისურ და ქართულ ენებზე დაწერილი საპროტესტო გზავნილები დახვდათ.
„თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „დაგუგლე და მხარი დაუჭირე პროტესტს საქართველოში“, „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს“, „საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია“, „ანწუხელიძე უკვდავია“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ანწუხელიძის შეურაცხყოფა ერის შეურაცხყოფაა“ – ეს მოკლე გზავნილები წერია პატარა ფურცლებზე, რომლებიც ფესტივალზე, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილ წიგნებში დევს.
ფოტომასალა რადიო თავისუფლებას ფესტივალიდან მოქალაქემ მოაწოდა, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს.
საფრანგეთი წლის ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებას პარიზის წიგნის ფესტივალს 11-13 აპრილს მასპინძლობს.
„გრან პალეში“ პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გახსნა.
წელს ქართულ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული 200-მდე წიგნი.


ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ავტორებსაც.
რაც შეეხება საპროტესტო გზავნილების საფუძვლებს:
· თეა წულუკიანმა, – რომელიც სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს, – 11 აპრილს სატელევიზიო ინტერვიუში კომისიის მიზნებზე ისაუბრა და თქვა: „ჩვენი [კომისიის] მიზანია იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების… გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა ამის შემდეგ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ახრის გადაცემაში, „აქტუალური თემა“. წულუკიანის ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილი პროტესტი მოჰყვა. მის სახლთან გაიმართა აქცია შეძახილებით – ანწუხელიძე გმირია“, „გაუმარჯოს გმირებს“, „დიდება გმირებს“, „დიდება საქართველოს“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები“.


· „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღიდან, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, საქართველოში იმართება ხალხმრავალი აქციები ახალი ს ჩატარების მოთხოვნით. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც. ირაკლი მ თავისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის – სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ქუჩაში ხალხი გამოიყვანა – აქციები ოთხ თვეზე მეტია უწყვეტად გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა სისხლის სამართლის წესით, ასობით ადამიანი კი – ადმინისტრაციული წესით.
ფორუმი