პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს

პარიზის პროკურატურამ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, თავისუფლების ხუთი წლის ვადით აღკვეთა, მათგან სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, 56 წლის ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.
პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმასაც ითხოვს.
პოლიტიკოსმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურატურას სურს ფრანგებს მათთვის სასურველი პოლიტიკოსისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ჩამოართვას.
„აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ მე ჩავიდინე თუნდაც მცირე დარღვევა ან თუნდაც მცირე უკანონო ქმედება“, – აღნიშნა მარინ ლე პენიმ.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენისა და მისი თანაპარტიელების წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს დაიწყო. მათ ბრალად ედებათ ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში და ევროპარლამენტის წევრების ასისტენტების ფიქტიური დაქირავებით პარტიის ფარულად დაფინანსებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს