პარიზის ოლიმპიადაზე კაცებს შორის ტრიათლონში შეჯიბრება გადაიდო სენაში წყლის ცუდი ხარისხის გამო

30 ივლისს, მდინარე სენაში წყლის ხარისხით შეშფოთების გამო, პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გადადეს კაცების ასპარეზობა ტრიათლონში.
ტრიათლონი სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობაა, რომელიც მოიცავს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას.
ისინი იმედოვნებენ, რომ ამ შეჯიბრის საცურაო ნაწილის გაგრძელება შესაძლებელი გახდება უახლოეს დღეებში.
სენაში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დიდ ხანს გრძელდებოდა წყლის გაწმენდის ძვირადღირებული სამუშაოები.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან, კაცების ტრიათლონი სამშაბათის ნაცვლად, 31 ივლისს – ოთხშაბათს ჩაატარონ. ქალებს შორის შეჯიბრიც ამ დღესაა დანიშნული, მაგრამ ორივე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეწყობა, თუ წყლის ანალიზი აჩვენებს ნაწლავის ჩხირისა (E. coli) და სხვა ბაქტერიების დასაშვებ დონეს მდინარის წყალში.
1 აგვისტო, პარასკევი სათადარიგო თარიღია ტრიათლონისტებისთვის. თუმცა, სამშაბათ ღამიდან ხუთშაბათამდე მოსალოდნელია ქარიშხალი ან წვიმა, რამაც შესაძლოა, გაართულოს ასპარეზობის გადავადება, რადგან წვიმას ზოგადად ბაქტერიების დონის მატება მოჰყვება სენაში.
2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცხრა დღით ადრე, პარიზის მერმა ანნ იდალგომ მდინარე სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთის დედაქალაქის გადამკვეთი მდინარის წყალი შესაფერისია შეჯიბრებებისთვის.