პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მეორე დღეს სამმა ქართველმა პარასპორტსმენმა იასპარეზა

პარალიმპიადის მეორე დღეს საქართველოს ღირსება სამმა ქართველმა პარაათლეტმა დაიცვა. პარატაეკვონდოისტმა გიორგი ნიკოლაძემ (70 კგ). სადებიუტო პარალიმპიადაზე მერვედფინალში ეგვიპტელი აბდელ რაჰმედ მაჰმუდ აბდელ რაზეკი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალური შეხვედრა თურქ ფათიხ ჩელიკთან, რეპეშაჟში გამართული ორთაბრძოლა კი – არგენტინელ ხუან სამორანოსთან დათმო.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე სადგამიანი პნევმატური შაშხანის 10 მეტრზე სროლაში (R4) იასპარეზა ლადო ჭინჭარაულმა. მან 630 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ქართველმა პარამძლეოსანმა დავით ქავთარაძემ. შუბის ტყორცნაში მან საუკეთესო შედეგი – 35,71 მეტრი მესამე ცდაზე დააფიქსირა და მერვე ადგილი დაიკავა.
31 აგვისტოს პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენები არ იასპარეზებენ. მედლებისთვის ბრძოლაში 1 სექტემბერს ჩაერთვებიან პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა) და პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული (R5 კატეგორიაში 10 მეტრზე პნევმატური შაშხანის სროლა).

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა