პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის თვითმფრინავი კორპუსის კედელს შეეჯახა

პარიზის სამხრეთ გარეუბანში, ვილჟუიფის დასახლებაში, მცირე ზომის ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად დაშვების დრო საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა – BBC-ის ინფორმაციით, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის, განცხადებით, თვითმფრინავს პრობლემები ძრავის გაუმართაობის გამო შეექმნა, ავარაიულად დაშვების დროს კი კორპუსის კედელს შეეჯახა.