პარიზზე 5-ჯერ დიდი ელექტროსადგური შენდება, რომელიც კოსმოსიდან გამოჩნდება – CNN Business

ინდური Adan Green Energy Limited (AGEL) უზარმაზარ მზის და ქარის ელექტროსადგურს აშენებს, რომლის ღირებულება დაახლოებით $20 მლრდ-ია, – ამის შესახებ CNN Business წერს. პროექტი „ხავდა“გუჯარატის უნაყოფო მარილის უდაბნოს მსოფლიოს უდიდეს განახლებად ენერგეტიკულ პარკად გადააქცევს, რომელიც საკმარისი იქნება 16 მლნ სახლის ელექტრომომარაგებისთვის.
გამოცემა წერს, რომ AGEL-ის ინფორმაციით, პარკი 5 წელიწადში დასრულდება, 200 კვ მილ ფართობს მოიცავს, 5-ჯერ აღემატება პარიზს და თავად პარკი კოსმოსიდან გამოჩნდება. „ადგილზე არ არის ველური ბუნება, არც მცენარეები, არც საცხოვრებელი. ამ მიწის გამოყენების უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს“, – ამბობს AGEL-ის აღმასრულებელი დირექტორი, საგარ ადანი.
Adan Green Energy Limited Adan Group-ის ნაწილი და ინდოეთის უმსხვილესი ქვანახშირის იმპორტიორი. 1988 წელს დაარსებული კონგლომერატი ფლობს ბიზნესს – დაწყებული პორტებიდან და თბოელექტროსადგურებიდან დამთავრებული მედიითა და ცემენტის ქარხნებით.
ადამის ჯგუფის გადასვლა სუფთა ენერგიაზე ინდოეთის ამბიციურ გეგმის ფონზე ხდება. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ განახლებადი წყაროები, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, ამ ათწლეულის ბოლომდე დააკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებების 50%-ს. გარდა ამისა, ინდოეთის მთავრობა გეგმავს 2030 წლისთვის 500 გიგავატი განახლებადი ენერგიის გამომუშავებას წიაღისეული საწვავის გამოყენების გარეშე. 2070 წლისთვის ინდოეთი მიზნად ისახავს მიაღწიოს წმინდა ნულოვანი ემისიებს.