პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა

თურქეთის ქალაქ მერსინში პარაძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა.
პარასპორტსმენმა მირიან ოგნაძემ (+215 კგ) 215 კილოგრამი დაძლია, ჩაჯდომში 282 კილოგრამი ასწია, შედეგად ორი ოქროს მედალი და უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიოს რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.
გიორგი მაისურაძემ (+125 კგ) 165 კილოგრამი ჩათვალა, სამჭიდის ჯამში კი 590 კილოგრამი დააგროვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გიორგი გიგაურმა (-56 კგ) წოლჭიმში 61 კილოგრამი ასწია, სამჭიდის ჯამში კი 286 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ზაზა მარტიაშვილმა კი (-125 კგ) 155 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.