პარაოლიმპიელების დაჯილდოებისთვის 7 545 520 ლარი გამოიყო – პრემიერის განკარგულება

საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელშიც ის თანხებია (ფულადი პრიზები) განსაზღვრული, რასაც პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისთვის სპორტსმენები, მწვრთნელები, პარაოლიმპიური ნაკრების საექიმო პერსონალი და ადმინისტრაციული ჯგუფი მიიღებს.
დაჯილდოებისთვის საჭირო თანხა 7 545 520 ლარია და მას კულტურის და სპორტის სამინისტრო გამოყოფს.
როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, დაწესებული პრიზების გარდა, პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე სპორტსმენები, რომლებმაც ვერ დაიკავეს საპრიზო ადგილები, მიიღებენ 50 000 ლარს.
პარაოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილების დაკავებისთვის სპორტსმენებს დამატებით მიეცემათ:
1 -ელი ადგილი 830 000 ლარი,
მე-2 ადგილი – 398 000 ლარი,
მე-3 ადგილი – 182 000 ლარი,
მე-5 ადგილი – 50 000 ლარი.
პარამძლეოსან სპორტსმენს, პარაოლიმპიური და მსოფლიო რეკორდების დამყარებისთვის გადაეცემა 300 ათასი ლარი და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით – ომბუდსმენი