პარალელები დონარუმასთან – რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ

Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ის გუნდის ფორვარდ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგლძრივება სურს, თუმცა მოლაპარაკებები შესაძლოა, ჩიხში შევიდეს.
პარიზული გრანდი “ოქროს ბურთის” მოქმედ მფლობელს ფიქსირებულ შემცირებულ ანაზღაურებას და გაზრდილ ბონუსებს ჰპირდება, რაც ტრავმებისკენ მიდრეკილ ფრანგ თავდამსხმელს არ აწყობს.
“პარკ დე ფრანსის” ბინადრები ახლა სწორედ ამ პოლიტიკის დაგეგმვას გეგმავენ და მსგავსი შრომითი ხელშეკრულება იბრაჰიმ მბაიესთან და უილიამ პაჩოსთან უკვე გაფორმებულია.
მოქმედი კონტრაქტით დემბელე პსჟ-ში 2028 წლის ივნისამდე უნდა დარჩეს. მედია პარალელებს ავლებს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას სიტუაციასთან, რომელმაც მსგავსი პირობები არ მიიღო, ზაფხულში პსჟ დატოვა და მანჩესტერ “სიტიში” გადავიდა.
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან – დემბელესა და მარკინიოსს “ლევერკუზენთან” თამაში შეეძლებათ
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
“ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ” – ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
პსჟ მძიმე სიტუაციაშია – კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
კარგი ამბავი პსჟ-ისთვის – დემბელეს დაბრუნების თარიღი ცნობილია