პარაზიტის ვარსკვლავი, სამხრეთკორეელი მსახიობი ლი სუნ კუნი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამხრეთკორეელი მსახიობი ლი სუნ კუნი, რომელიც ოსკაროსან ფილმ პარაზიტში თამაშობდა, გარდაცვლილი იპოვეს. 48 წლის მსახიობის ცხედარი სეულის ერთ-ერთ მთავარ პარკში, მანქანაში ნახეს.
მსახიობის სიკვდილის მიზეზი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის საკუთარ მანქანაში ნახეს გარდაცვლილი, ხოლო მის გვერდით იპოვეს ნახშირის ბრიკეტი, რაც სამხრეთ კორეაში ხშირად თვითმკვლელობისთვის გამოიყენება. ასევე, პოლიცია აცხადებს, რომ მათთან შესული შეტყობინების მიხედვით, მსახიობმა ჩანაწერი დატოვა და სახლიდან წავიდა.
ლი სუნ კუნის წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოძიება მიმდინარეობდა – მას ნარკოტიკების მოხმარებას ედავებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!