პაპ ფრანცისკეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

რომის პაპ ფრანცისკეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ და ის ვატიკანში, თავის რეზიდენციაში დაბრუნდება. ამის შესახებ მისმა ექიმებმა, შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
პაპი ფრანცისკე უკვე 37 დღეა საავადმყოფოში იმყოფება. ს ცნობით, 88 წლის პონტიფიკოსი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტაბილურ მდგომარეობაშია. ის რომის საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს და ორმაგი პნევმონია დაუდგინეს.
ს ცნობით, კვირას, ადგილობრივი დროით 12 საათზე პაპი საავადმყოფოს ფანჯრიდან გამოჩნდება, რათა მიესალმოს და დალოცოს ხალხი საავადმყოფოდან გასვლამდე.