პაპუნა ჯანელიძე: რა მაგრად დალაგდა ქართული ოცნება ამერიკასთან. გილოცავთ ქართული ოცნების მხარდამჭერებო, მათ შორის, ბიზნესებო

“რა მაგრად დალაგდა ქართული ოცნება ამერიკასთან. 349 კონგრესმენი ამბობს უნდა დასანქცირდნენ როგორც ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ასევე ბიზნესმენებიო, მაგრამ 42 ხომ წინააღმდეგი წავიდა?! მაგარი შედეგია, გილოცავთ ქართული ოცნების მხარდამჭერებო, მათ შორის, ბიზნესებო – ამერიკელი პოლიტიკოსების 10%-თან დალაგება პატარა საქმე არ არის.
სასაცილოა, ჩვენს ქვეყანას და მომავალს რომ არ ეხებოდეს,” – წერს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)