პაპუნა ჯანელიძე: ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას

“მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას.
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაფერია ნახსენები დასკვნაში, კობახიძემ ასეთი შინაარსი გამოიტანა (თანდართულია ფოტო). კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის, კობახიძეს თუ საზოგადოებას,” – წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე, სოციალურ ქსელში და ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს