„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ ბრძანება გამოსცა.
რეორგანიზაცია 3 აპრილიდან დაიწყო, რის შედეგადაც შეიცვლება პარლამენტის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაციის მიზეზი „აპარატის სისტემური, ეფექტიანი მმართველობის“ უზრუნველყოფაა.
პაპუაშვილის ბრძანებით, 3 აპრილიდან რეორგანიზაცია დაიწყო პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
· ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
· ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
· იურიდიული დეპარტამენტი;
· საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
· საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
· სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
· საორგანიზაციო დეპარტამენტი;
· საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
· საქმისწარმოების დეპარტამენტი;
· მანდატურის სამსახური;
· პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.




