პაპუაშვილმა ელისაშვილს ჩაცმულობა დაუწუნა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ.
პრეზიდენტი დღეს ყოველწლიური მოხსენებით წარდგა პარლამენტის წინაშე. ეზოში მას დახვდა პარლამენტის თავმჯდომარე , თუმცა სხდომათა დარბაზში შესულს დეპუტატები მმართველი გუნდიდან (გარდა მამუკა მდინარაძისა), არ მისალმებიან.
ალეკო ელისაშვილმა კოლეგებს შეახსენა ქართული ხალხური ლექსის სტრიქონი: „ათასად კაცი დაფასდა, ასიათასად ზრდილობა“.
„ჩემთვის ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, რომ ენახა ის სცენა, რაც დღეს ვნახეთ — შემოდის საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება. დარწმუნებული ვარ, ხალხური ლექსის ავტორი ახალ საფლავში ბრუნავს. ჯერ ადამიანი უნდა ვიყოთ, მერე პოლიტიკოსები. პირიქით როცაა, ასეთ სახამუშო სცენებს ვხედავთ ხოლმე. ქალი შემოდის ბოლო-ბოლო დარბაზში… ქართველი კაცები ყელს კი ვიღერებთ სუფრაზე და გადაგრეხილი ჯიხვის ყანწებით ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს, მაგრამ მმართველი პარტია როგორც ექცევა ქალებს, აგერ ჩვენი „დიდებული ვაჟკაცის“ ირაკლი ბერაიასი არ იყოს, უკვე ტრადიციად და კულტურად აქცია „ქართულმა ოცნებამ“, — განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის მიერ ირაკლი ბერაიას ხსენება გამოწვეული იყო ამ უკანასკნელის მიერ ქალი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფით, რის შემდეგაც ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე არ დატოვა.
„მეც ერთი თავგამოდებული მლანძღველი კაცი ვიყავი, არ მეგულება ადამიანი, ნალანძღი რომ არ მყავდეს, მაგრამ თანდათან ვცდილობ, რომ მუშტებზე კი არ ვუყურო, არგუმენტები მოვიყვანო. აღარ ვარ პატარა ბიჭი და ამ სინანულს ვგრძნობ“, — თქვა ელისაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ქცევა „პოლიტიკური ჟესტი“ იყო, ეტიკეტის დარღვევაზე კი თავად ალეკო ელისაშვილს მიუთითა.
„მადლობა, რომ სხდომათა დარბაზში ეტიკეტზე და მისალმების ფორმებზე ზრუნავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებიდან. თუმცა რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, ისა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული. თქვენს ჩაცმულობაში რამე საქმიანი, საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხის და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ. ამიტომ, გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ, ამას მიაქციოთ ყურადღება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე“, — მიმართა პაპუაშვილმა დეპუტატს.
ალეკო ელისაშვილს ჯინსები, პერანგი და ნაქსოვი მოსაცმელი ეცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს