ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის მონახულების უფლება არ მისცა.
“შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, რომელსაც ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა და ციხეშიც ცუდ პირობებში იყო”, – წერს დეკანოიძე Facebook-ის პირად გვერდზე.
ომარ ოკრიბელაშვილი პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს დააკავეს. შსს მას რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, საბა მეფარიშვილი დაკავების დროს შსს თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. დაკავებულების განცხადებით, ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტამდე, საკანში ჯოჯოხეთურ პირობებში უწევდათ ყოფნა.