პაპუაშვილმა დაასახელა თარიღი, როდის გაიმართება პარლამენტის I სხდომა

პარლამენტის თავმჯდომარე ს თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, დაიწყება 12:00 საათზე“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ისაუბრა პირველი სხდომის დეტალებზე. თქვა, რომ სხდომას წარუძღვება უხუცესი დეპუტატი ლადო კახაძე.
„პირველ სხდომაზე გვექნება სამი ძირითადი საკითხი: პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პირველივე სასესიო კვირის დღის წესრიგში იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტია ს შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ შესძენს.