ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის ევროკავშირს და აცხადებს, რომ ბლოკის საგარეო პოლიტიკა “არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხის ინტერესებს”.
შალვა პაპუაშვილი ამას Facebook-ზე წერს და ეხმაურება სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი “უნდა შეცვალონ”.
“თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო აქციაზე სიტყვით გამოდის.




