ვხედავთ, ერთი მხრივ გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები, როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად. ეს საერთო ჯამში სასარგებლო პროცესიც არის, რადგან ბოლომდე იშიფირება ყველა – აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემებიც.
დღეს ეს დავინახეთ ზუსტად, სახელებით, გვარებით და სახეებით ვიხილეთ, ვინ არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. მეორე მხრივ, ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის ეს სიუჟეტი და სიყალბე სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომლის იარაღად არის გამოყენებული სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებით და ვითარებით, რომელიც ვიხილეთ




