პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა.
პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ის უზბეკეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
პაპუაშვილთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან კახა კახიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციაი, ანტონ ობოლაშვილი და სოზარ სუბარი.