პაპუაშვილი: ჩვენ აცდენილი ვართ ერთმანეთის ღირებულებებს

ჩვენ აცდენილი ვართ ერთმანეთის ღირებულებებს – ჩვენთვის ევროპული ღირებულება არ გულისხმობს პარტნიორთან ჩასვლას, როგორც სტუმარი და იქაური ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოსვლას.
სტუმარ-მასპინძლობა ქართველებს სხვანაირად გვესმის – ჩვენ როცა სტუმრად ვართ, იქ პატივს ვცემთ მასპინძელს და მასპინძელ ხალს – როცა მასპინძელ ხალხს პატივს არ სცემ და გამოდიხარ რადიკალური ოპოზიციის მიტინგზე, ეს არის ქართველი ხალხის აშკარა და უხეში უპატივცემულობა.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარებისა და გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის გამოსვლებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.