“მონსტრებთან მებრძოლი ხანდახან თავად ხდება ხოლმე მონსტრი”, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სანქციებთან დაკავშირებით კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივას.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართველ ხალხს სანქციების ენით მხოლოდ რუსეთი ელაპარაკებოდა.
“სანქციებით საქართველოსთან აქამდე ლაპარაკობდა რუსეთი. მე არ ვიცი, ეს ყველას არჩევანია. თუ უნდათ, რომ რუსულ სტილში ესაუბრონ ქართველ ხალხს და სანქციები იყოს ინსტრუმენტი ქართველ ხალხთან […]
ერთადერთი, ვინც სანქციების ენით ელაპარაკებოდა ქართველ ხალხს, იყო რუსეთი და სხვათა შორის, ვიზალიბერალიზაციაზე რომ არის საუბარი, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აქამდე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა ვიზების შეჩერების ინსტრუმენტი და სანქცია, იყო რუსეთი. ასე რომ, არ ვიცი ახლა, ამ გზაზე თუ უნდა ვინმეს დადგომა… ეს არის ის მომენტი, როდესაც მონსტრებთან მებრძოლი ხანდახან თავად იქცევა ხოლმე მონსტრივით”, – ამბობს პაპუაშვილი ჟურნალისტებთან.
გუშინ, 18 მაისს ცნობილი გახდა, რომ კონკრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომელიც შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს.