პაპუაშვილი: საჩივრების მეორე და მოპასუხე მხარე სინამდვილეში ევროკავშირის ელჩია

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ამ საჩივრების მეორე მხარე და მოპასუხე, სინამდვილეში, ევროკავშირის ელჩია”.
ის კვლავ “სიძულვილის, ძალადობის, პროპაგანდის – ექსტრემიზმის მხარდაჭერასა და წაქეზებაში” ადანაშაულებს ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს და ამტკიცებს, რომ “მისი პასუხისმგებლობაა, რომ EU-ის მიერ დაფინანსებული ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, ბავშვებს და პოლიტიკოსებს ქუჩაში თუ სოციალურ მედიაში”.
შალვა პაპუაშვილი სასამართლოში დაბარებულ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს “ზიზღის გავრცელების ინსტრუმენტებს” უწოდებს.