ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, იყო საუბარი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე, რომელიც ჩვენ ვერ მივიღეთ, რომელიც საჭირო იყო, რომ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები მიგვეღო. ახლა პარლამენტი უნდა შედგეს, პარლამენტმა უნდა დაიწყოს მუშაობა, ვხედავთ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამ მოცემულობით, არ გვაქვს, ამიტომ გარკვეული საკითხები, რომლებისთვისაც საჭირო იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა ან საკონსტიტუციო უმრავლესობის ხარისხის ლეგიტიმაცია, რა თქმა უნდა, რთული იქნება ამ გადაწყვეტილებების მიღება.
დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას, შეიძლება, თავად აიკრძალოს ოპოზიციამ თავისი თავი. შეიძლება, ჩვენი გადაწყვეტილება სულ არ დასჭირდეთ. ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს თუ როგორ ფრაგმენტირდა ოპოზიცია. ეს ერთი დაპირება შევუსრულეთ ამომრჩეველს, ნაციონალური მოძრაობის დასუსტება. რაც შეეხება გაუქმებას, დაველოდოთ, შეიძლება, თავი თვითონ გაიუქმონ, განაცხადა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.