პაპუაშვილი: საზმაუს ბიუჯეტის მშპ-ზე მიბმა დროებითი ნორმა იყო, ვიმსჯელებთ, რა მოვიფიქროთ

დღეს, 19 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ს შეხვდნენ.
პირველი არხის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალი წესი დაფინანსების ცვლადობას უზრუნველყოფს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ფიქსირებული არ იქნება.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ საზმაუს ბიუჯეტის ქვეყნის მშპ-ზე მიბმა დროებითი ნორმა იყო.
“თავის დროზე, დროებით ნორმად იყო ჩადებული მაუწყებლობის შესახებ კანონში წესი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მიბმული იყო მთლიან შიდა პროდუქტზე… პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვინაიდან საქართველოს ნახტომისებური ზრდა აქვს მთლიან შიდა პროდუქტში, პარლამენტის წევრების ინიციატივა სწორედ ეს იყო, რომ არ იყო შესაბამისი და ადეკვატური ასეთივე ნახტომისებური ზრდა [საზოგადოებრივი მაუწყებლის] ბიუჯეტში”. – თქვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მსჯელობა საქართველოს პირველი არხის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით გაგრძელდება.
“ჩვენი მოწადინება არის ერთი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რაციონალურად გადანაწილდეს და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ფინანსური, ისე სხვა მხრივ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს და ამისთვის აუცილებლად მოვძებნით საუკეთესო გადაწყვეტას”. – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეხვედრა შეაფასეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმაც. თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმდნენ დაფინანსების უფრო მდგრადი წესის შემუშავებაზე და ამასთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და ევროპის ზონაში არსებული რეგულაციებისა და წესის სრულად დაცვაზე. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ფიქსირებული თანხის გამოყოფის მოდელი აღარ განიხილება.
“რაც ცალსახად ჩვენთვის იყო თავიდანვე ყურადსაღები, ის, რომ ფიქსირებული თანხა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აიძულებდა, რომ ყოველწლიურად ეთხოვა დამატებითი ბიუჯეტი, ეს მოდელი აღარ იქნება განხილული და გადავალთ ცვლადზე, რომელიც იქნება ადეკვატური დაფინანსების წყარო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის”. – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით კი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ისეთ მოდელს შეიმუშავებენ, რომელიც პირველი არხის დამოუკიდებლობაზე გავლენას არ იქონიებს.
“ერთ რამეზე უპირობოდ შევთანხმდით, სრული მზაობა იყო და ეს უნდა ვთქვა, ნამდვილად კმაყოფილები ვართ, რომ რასაკვირველია ტელევიზიის, მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება და ის მოდელი იქნება შემუშავებული, რომელიც ტელევიზიის საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს და არც მის დამოუკიდებლობას არ შეეხება”. – აღნიშნა მაღლაფერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელეს და კანონპროექტის მიღებამდე შალვა პაპუაშვილს შეხვედრა სთხოვეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტში განსაზღვრული დაფინანსების წესი “ცვლის მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს”.
15 ნოემბერს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მშპ-ს არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე, დაფინანსების მოქმედი წესი აღარ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, “ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი“. ამასთან, მაუწყებლის ბიუჯეტი არ უნდა იყოს წინა წლის მოცულობაზე ნაკლები.
“მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის გამოყოფა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტისდაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით“ – წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, , დილარ ხაბულიანი და არიან.