პაპუაშვილი: სავახშმოდ არა, საქმეზეა ჩასული პრეზიდენტი

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე -ის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს მიერ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს არმიწვევაზე ამბობს, რომ ქართული ოცნების პრეზიდენტი “არა სავახშმოდ, არამედ – საქმეზეა ჩასული”.
“სავახშმოდ არ არის ჩასული პრეზიდენტი, საქმეზეა ჩასული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, რაც შეეხება სხვებს, რა ვიცი, ჰკითხეთ სახელმწიფო მდივანს”, – ამბობს ის.
შალვა პაპუაშვილამდე ამ თემაზე კომენტარი ქართული ოცნების პრემიერმა მაც გააკეთა. მან საქართველოს არმიწვევა დიფ სთეითს დაუკავშირა.
“ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს დიფ სთეითი”, – თქვა ირაკლი მ.