პაპუაშვილი: საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი სუვერენიტეტის უდიდეს საფრთხეს უნდა ვაღიაროთ

საქართველოს პარლამენტში ჩვენ ეს არჩევანი მკაფიოდ გავაკეთეთ – გავაძლიერეთ გამჭვირვალობა, დავხვეწეთ ჩვენი კანონმდებლობდა და ვიმოქმედეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არავის სხვას. ვაგრძელებთ რეალობაზე მორგებას, რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას, ხოლო პარლამენტი, რომელიც აქტუალობას კარგავს ვერ დაიცავს სუვერენიტეტს.
მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული, მშვიდობა პასუხისმგებლობაა, ის მოითხოვს სიფრთხილეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები, ტექნიკური დეტალები კი არა, მშვიდობის საფუძველია. სწორედ ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ.
უნდა ვაღიაროთ საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი იმად, რასაც ისინი წარმოადგენენ – ანუ, ჩვენს დროში, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს, უნდა გავცდეთ დეკლარაციებს, უნდა შევქმნათ საერთო, სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც პრინციპებში მკაფიო, გამოყენებისას სამართლიანი და აღსრულებაში თანმიმდევრული იქნება. სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. ჩვენ თუ ამას შევძლებთ, არამხოლოდ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოებს, არამედ გავაძლიერებთ მშვიდობას, აღვადგენთ ნდობას და უზრუნველვყოფთ უფრო სტაბილურ, სამართლიან საერთაშორისო წესრიგს მომავალი თაობებისთვის.