პაპუაშვილი: ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი NGO სოფლის მაშენებლების მიდგომითაა დაკავებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გუშინ, 9 დეკემბერს გამართულ მარშზე ამბობს, რომ “რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი NGO სოფლის მაშენებლების მიდგომით” არის დაკავებული. მისი თქმით, მათ “ჰგონიათ”, რომ ამის შედეგად საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.
“სოფლის მაშენებლების ესთეტიკა ჩანს უფრო მეტად და ეს არის მთავარი სხვაობა საქართველოს ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას/მდიდარ NGO-ებს შორის. საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საქმით, ჩვენს ვაშენებთ ამ ქვეყანას, ვაშენებთ საქართველოს ევროპულ სახლს და ამ საქმის, ამ მუშაობის შედეგია ევროპული კომისიის დასკვნაც და ის გადაწყვეტილებაც, რომელსაც ჩვენ მოველით.
რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი NGO კი დაკავებულია სოფლის მაშენებლების მიდგომით – ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს, მესამე რაღაც პრეზენტაციას ჩაატარებს, კლიპს გადაიღებს და ჰგონიათ, ამის გამო ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი”, – აცხადებს პაპუაშვილი.
გუშინ თბილისში მარში სახელწოდებით, შენი ხმა ევროკავშირს გაიმართა, მონაწილეები რესპუბლიკის მოედანთან 14:00 საათზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართნენ. მათ გაშალეს ევროკავშირის დროშაც – მარშს საქართველოს პრეზიდენტი, ც შეუერთდა.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.