საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რაიმე კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვერ ექნება.
“რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება” – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დღეს გარდაიცვალა.
