პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში ბოიკოტის საკითხი ცალსახად უნდა გაიწეროს.
პაპუაშვილის მტკიცებით, არსებობს პრაქტიკა, რომ ოპოზიცია ბოიკოტს “არდადეგებისთვის იყენებს”, რაც უნდა შეიცვალოს.
“ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. მათ შორის, თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება“,
სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული, რომ ოპოზიცია ძირითადად ამას არდადეგებისთვის იყენებს, ასე რომ ვნახოთ, ჯერჯერობით ამ პრაქტიკას მივყვეთ და მომავალი მოწვევის პარლამენტში, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტში ეს უფრო ცალსახად იყოს გაწერილი და უბრალოდ არ იყოს საფუძველი, რომ სამსახურში სიარულის გარეშე ხელფასი აიღოს ზოგიერთმა ოპოზიციურმა წევრმა”, – თქვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.