პაპუაშვილი მდინარაძეზე: შეთავაზება ალბათ იქნება, რომ შეითავსოს უმრავლესობის ლიდერობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა იმედიLIVE-ში საუბრისას თქვა, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერმინისტრად შესაძლო წარდგენის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სტატუსს, სავარაუდოდ, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ს შესთავაზებენ.
“როცა ვსაუბრობთ ირაკლი კობახიძის გადასვლაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის დანაკლისია, რადგან მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობაში, უმრავლესობის შიდა მობილიზებისთვის, ერთიანი პოზიციებისთვის.
კი, ვფიქრობ, რომ შეთავაზება ალბათ ეს იქნება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე შეითავსოს უმრავლესობის ლიდერის სტატუსი. ეს არ გახლავთ თანამდებობა, არის სტატუსი. მამუკა მდინარაძე არის ის ადამიანი ჩვენს გუნდში, რომელიც მთავარი გამაერთიანებელი და ამავე დროს, მთავარი ენერგიის მიმცემი არის ხოლმე ყველა გარემოებაში, მათ შორის, როგორც გუნდის შიგნით ურთიერთობაში, ასევე ოპოზიციასთან კომუნიკაციაშიც. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას”. – თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას უკვე ახალი მთავრობის დამტკიცების მოლოდინი აქვს.
“დიდი ალბათობით, პარასკევს იქნება უკვე პარლამენტის ბიურო… და მომავალ კვირას რამდენიმე დღე დასჭირდება საკომიტეტო მოსმენებს, შემდეგ ოპოზიციის და უმრავლესობის ფორმატში მოსმენებს და შემდეგ პლენარულ სხდომაზე განხილვას. ვფიქრობ, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება პლენარულ სხდომაზე განხილვა, შესაბამისად კენჭისყრა და შესაბამისად, ახალი მთავრობა”. – თქვა მან.
29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი მეორედ დატოვა. ის ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება. პარტიის წევრების ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე ქართული ოცნების მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი განიხილება.
ცვლილებებთან დაკავშირებით, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება.