პაპუაშვილი: მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს გინტურის მკვლელობის დაგმობის გამო

მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობის გამო. ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილისთვის.
წერს X-ზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ევროპარლამენტმა 23 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.