ეს არის მიხეილ სააკაშვილის მფარველების გუნდი, რომელიც შესაბამისად, ავტომატურად არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები. ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის ხალხი, მათ შორის ინიციატორი, რომელმაც თავის დროზე შეაგულიანა მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოში შემოპარულიყო…
ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო კანდიდატის სტატუსის წინაპირობა. ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება იყო კანდიდატის სტატუსის წინაპირობა, ჩვენ ვხედავთ, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს, ისე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პენიტენციურ დაწესებულებაში და სანქციებიც არ არის დაწესებული…
წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ საქართველოზე – რა გვიჭირს, რა გვილხინს, რა პრობლემები გვაქვს, რა გვიხარია, მიხეილ სააკაშვილის იქით არ იყურებიან საერთოდ. ოღონდ მიხეილ სააკაშვილი მათ ინდივიდი ისე კი არ აინტერესებთ, მიხეილ სააკაშვილი არის ინსტრუმენტი საქართველოს არევის. რუსული პროპაგანდის საუკეთესო მაგალითი გვაჩვენა ე.წ.-მა ევროპარლამენტარებმა…
როგორც წინა სამ დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც, სამწუხარო ისტორიად ევროპარლამენტის არქივებში.