“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშსა და ევროკავშირის ინსტიტურების ლიდერების კრიტიკულ განცხადებებს კვლავ ბრალდებებით პასუხობს.
იგი ამტკიცებს, რომ გაფართოების ანგარიში სიცრუითა და მტრული რიტორიკითაა გაჟღენთილი.
მისივე თქმით, დემოკრატიული უკუსვლა არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ევროკავშირის ინსტიტუტებს ახასიათებს.
“ბიუროკრატია, რომელიც გაიჟღინთა ფარული პოლიტიკური დღის წესრიგით, ქედმაღლური დამოკიდებულებითა და უპატივცემულობით ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბრმა მორჩილებას არ ავლენს, ცდილობს დამოიკუდებლად გადაწყვეტილების მიღებას და სახელმწიფოს მართვის სუვერენული უფლებით სარგებლობას. ამის კარგი მაგალითია ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში საქართველოზე, სადაც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა. ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან.
ზუსტად ამგვარი, უკვე ტრადიციად ქცეული, სულისკვეთებითაა წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების დღევანდელი ანგარიშიც, რომელშიც საქართველოს მონაკევეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი. ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უარესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა. სწორედ ამიტომ, გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძიოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიაზციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრისუელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს.
წარმოდგენილი ანგარიშით ბრიუსელი საქართველოს ეთნიკური ეპითეტის გფამოყენებით აბრალებს სიცრუეს, რომ ეწევა რუსულ დეზინფორმაციას, ხოლო დუმს სიმართლეზე საპარლამენტო არჩევნებიში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, NGO-ებისა და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსების შესახებ და ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვისლის ენის წახალისებაზე. ცრუობს საპარლამენტო საგამოძიებო კომიიის შესახებ, რომელასც მოქმედი ოპოზიცინოერების მიმართ ანგარიშსწორების ინსტრუმენტად მოიხსენიებს და არ ამბობს სიმართლეს კომისიის მიზნის შესახებ, რითიც კიდევ ერთხელ დგება სააკაშილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარეს და ამით დასცინის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს…
სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულის მიზანია, ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რათა უნგრეთის, სლოვაკეთის და ახლა უკვე ჩეხეთის მსგავსად, არ მიიღონ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ბრმად არ დაემორჩილება ბრიუსელის მითითებსა და ინსტრუქციებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.



