სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს, მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია. მას გული არ შესტკივა თითოეული სიტყვისთვის, რაც ამ კონსტიტუციაში წერია. იმიტომ, რომ ეს სიტყვები კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა ყველა სიტყვა ამ კონსტიტუციაში. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულბერივი ფურცლები, რომლებიც თაროზე წიგნების სახით დევს. ამიტომაც არის, რომ ის აცხადებს, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არ არის, ის იქცევა ისე, როგორც მას სურს.
მას, კიდევ ერთხელ, საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ის არ წარმოადგენს საქართველოს და კარგია, რომ თავის დროზე გაირკვა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ის ისაუბრებს, როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს საქართველოს ამით ვერ მიაყენებს.
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის კონფერენციაზე ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი მიუნხენში გუშინ, 15 თებერვალს გაემგზავრა.