ევროკომისია თავის შეფასებას შემოდგომაზე გააკეთებს. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ 9 ნაბიჯის გარეშეც, საქართველო არის ბოსნიასთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ლიდერი ყველაფერში. არაფერი უშლის ხელს ევროკავშირს, რომ დღესვე დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკებები. სინამდვილეში, მოლაპარაკებები უნდა გახსნილიყო გუშინ, ანუ დეკემბერში, როდესაც მოლდოვასთან და უკრაინასთან გაიხსნა ეს მოლაპარაკებები.
დეკემბერშიც დაიჩაგრა საქართველო, ახლაც იჩაგრება საქართველო. ამას ხომ ხედავს ქართველი ხალხი, იცის სად არის უკრაინა, სად არის მოლდოვა, სად არის ბოსნია-ჰერცეგოვინა – ინსტიტუციური განვითარებით, ევროკავშირთან დაკავშირებით, კორუფციის საკითხებში, სასამართლოს საკითხებში – სად არიან ეს ქვეყნები და სად არის საქართველო? მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე ხედავს საქართველო, სამწუხაროდ, რომ არის უსამართლო მოპყრობა ქართველი ხალხის მიმართ.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის რეკომენდაცია, ხოლო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.