პაპუაშვილი: ევროკავშირი გვთხოვს ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი

მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. მთავარი საკითხი, რაც ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის კანონპროექტშია, არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი. ანუ ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის სინამდვილეში, რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებით. ამას ეხება – კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი, ასევე ის რომ ეს ცრუ იდეოლოგიაა და არ უნდა ხდებოდეს ამ იდეოლოგიით ბაღებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში ტვინის გამორეცხვა. ეს იგივეა, ბრიუსელს რომ მოეთხოვა, რომ გვეთქვა, რომ დედამიწა არის ბრტყელი. გვახსოვს, რომ ადრე ევროპაში ვინც იძახდა მრგვალიაო, მას კოცონზე წვავდნენ. ჩვენ თუ ამას ასე არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ თავიანთ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ.