პაპუაშვილი დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკას არჩევნებში ჩარევად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის მედიამონიტორინგის შედეგები წარადგინა. მან დაასახელა დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომელთა კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა.
ს თქმით, 21 დღის განმავლობაში დასავლეთიდან ამ შინაარსის 90 განცხადება იყო. მან დაასახელა რამდენიმე მაგალითი, რომლებიც, მისი აზრით, წარმოადგენს საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას:
· ბუნდესტაგის წევრი კნუტ აბრაჰამი: „ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შანსი არ აქვს“.
· ევროპარლამენტის წევრი, რასა იუკნევიჩიანე: „ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ღიად უნდა ვთქვა, ბიძინა და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან“.
· ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი: „შეწუხებული ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყანას ს გავლენის ქვეშ აქცევს“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამავე პერიოდში რუსეთიდან მხოლოდ ერთი განცხადება მოისმინეს, რომელიც არჩევნებზე ზეგავლენის მაგალითს წარმოადგენს.
„ჩვენ რუსეთის მხრიდანაც ვნახეთ განცხადებები, როდესაც ეუთოს მისიასთან დაკავშირებით იყო ერთ-ერთი განცხადება, რა თქმა უნდა, ესეც გახლავთ ზეგავლენის მოხდენის მაგალითი არჩევნებზე. თუმცა სამწუხაროდ, ამ ერთი განცხადების საპირწონედ დგას დასავლეთიდან 90 განცხადება მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში“, – თქვა მან.
დასავლეთის კრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით, მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტები კანონი მიიღო. კანონი -ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრებას.
ევროკომისიის მიერ ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი იყო ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ელჩმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში, შეუძლიათ ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, რომელთა შორის ერთ-ერთია „ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება”.
საქართველოში საპარლამენტო 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას